დავით სარდლისადმი
11
ნოე
2025
ბესარიონ გაბაშვილი
სარდარო!
ყარიბი.
აწ აჯა-ქნევით ჩემს კალამს
ვარქვ, რათა გძღვნიდეს შენ სალამს,
სიტყვით მართვიდეს თეთრს ალამს,
უღწვიდეს ჩემს გულს დღეს მალამს!
სადა ყარიბი ჰგებს და ლამს,
მოხედვა ვალად სძევ ალამს.
სიკვდილი პირსა მცემს, მალამს!