დავიწყებ ასე: განა ღირს მტვერად..
24
ივლ
2025
ფრიდონ ხალვაში
დავიწყებ ასე: განა ღირს მტვერად
ათასჯერ თქმულზე კვლავ თავის მტვრევა?
მაგრამ თუ გიყვარს
და გულში მზეა
და ზვირთს ნიჩაბი მოუსვი კარგად,
ეგ სიყვარული,
ვით ბედისწერა,
შენია იგი და სხვისას არ ჰგავს.
10.VII