დგას ძველებურად

***

დგას ძველებურად
ეს ლოდი გულზე.
და ღმერთის სურათს
თვალებში ვუმზერ.

დგას ძველებურად
კედლები ჩემი.
და ღმერთის სურათს
დაეცა ცრემლი.

და ღმერთის სურათს
თვალებში ვუმზერ.
დგას ძველებურად
ეს ლოდი გულზე.