დღე მდუმარეა, მე შენ მოგელი
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
დღე მდუმარეა, მე შენ მოგელი
და დგანან მძიმე საყდრის კედლები.
გულში ცეცხლია გაუქრობელი,
გულში ცეცხლია და ვიფერფლები.
ეს მძიმე წამი დიდხანს არ გავა,
ვისვენებ ცის ქვეშ, ცა გაშლილია.
ისევ მოვედი, ისევ აქა ვარ
და საყდრის ახლო ნაძვის ჩრდილია.
პეტრე-პავლეს სასაფლაო