დღე მზიანია და ულმობელი
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
დღე მზიანია და ულმობელი,
ჩემი ფიქრები შენთან იწვიან.
ჩემო ძვირფასო, მე შენ მოგელი,
რომ ვიღუპები - ეს არ იციან.
შენ სდუმხარ ახლა, როგორც სანთელი,
სხვა ზაფხულია, მღერის მერცხალი.
და ისევ მოვა კორიანტელი,
მოვა საღამო და ნაპერწკალი.