დღე უზრუნველი
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
დღე უზრუნველი
თომაზ ბორელს
ის უკვე გაქრა, რაც უწინ მსურდა,
რა ვქნა, ლანდივით მზეში გავიარ.
ღმერთო, ეს ბაღი ახლოა სულთან,
ეს ბაღი სულის ნათესავია.
რა ვქნა, მივდივარ, გზები ამებნა,
და მომდევს ბედი, ასე ფარული.
ძვირფასო, ისევ მინდა წამება,
მინდა სიცოცხლე და სიხარული.
ეს ტკივილია ადამიანის,
ქრიან წამები, დაო, ნუ მელი.
ისევ ქარია, დღეა მზიანი,
დღეა ძვირფასი და უზრუნველი.
პლატონ კეშელავა - მწიგნობარი და ლიტერატორი