დიდი ხნის შემდეგ...
6
სექ
2026
სილოვან ნარიმანიძე
დიდი ხნის შემდეგ,
აღმოსავლეთის ქარები მოვლენ,
ლურჯი ზეცის დასახატავად,
დიდი ხნის შემდეგ,
შენც მოიცლი ჩემს სანახავად…
დიდი ხნის შემდეგ,
შენ იცხოვრებ უფრო მარტივად,
დიდი ხნის შემდეგ,
დაფიქრდები და მაპატიებ…