დიდობას ვნატრობ
31
დეკ
2025
ნაზი თარგამაძე
ნეტავ ვიცოდე დიდები
ბავშვობას რატომ ნატრობენ.
დედოკოს ვფიცავ, ჩვენს სახლში
დიდობა მინდა მარტო მე.
ან დედა ვიყო, ან ბებო,
ანდა დეიდა სოფიკო,
ტყუპებიც ჩემი იქნება,
დეიდა ნინო რომ ვიყო.
პატარა თამუნია ვარ,
საფიქრალი მაქვს მრავალი,
ან დედა როდის გავხდები,
ანდა - დეიდა თამარი.