დილა. სკოლისკენ. მელანი. ჩანთა
24
სექ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
დილა. სკოლისკენ. მელანი. ჩანთა.
გადამეტებით ბავშვს იგი ართობს.
ღრუბელი ცაზე არ სჩანს, არ სჩანდა,
მხოლოდ შავი ზღვის სიო ნავარდობს.
მისი თვალებიც სილაჟვარდეა
და აღტაცება მრავალთ-მრავალი,
იგი, სიცოცხლით სავსე გვარდია,
ჩვენი იმედი და მომავალი.