დნებოდა თოვლი სურდა თუ არა ..
13
იან
2026
ოთარ ჭილაძე
დნებოდა თოვლი სურდა თუ არა,
მაინც დნებოდა და მღვრიე წვეთი,
ფიცის ერთგული მეომრის დარად,
კვდებოდა მკვდარი წვეთების გვერდით.
აუწერელი სევდით და ტანჯვით
და სინანულით დნებოდა თოვლი
და ნაცრისფერი კვადრატი ფანჯრის
ცის გამოჩენას ელოდა თრთოლვით.