დრომ დამაბერა და დამარბია ..
26
მარ
2025
მიხეილ ქვლივიძე
დრომ დამაბერა და დამარბია,
გამიცამტვერა ნატვრა ყოველი,
მაინც ხვალინდელ დღისკენ გავრბივარ,
ვით უსინათლო მარათონელი.
სულ ასე ვირბენ... ღმერთის შეწევნით
არც დავეცემი გზაზე მოხუცი
და თუ მომავალს ვერ დავეწევი,
გავჩერდები და... წარსულს მოვუცდი!