დუმილის იყო ჩემი გზა ..
7
სექ
2025
შოთა ჩანტლაძე
დუმილის იყო ჩემი გზა და ჩემი წარსული,
და მერე, როცა დადუმების ზეცამ გადიღო,
სიამისაგან ნასვამმა და ლუდით ნასვამმა,
მე, პოეზია ამოსუნთქვით წელში გავტეხე
და ერთიორჯერ კამათელიც გამისროლია,
ასე დამთავრდა ჩემი გზა თუ პრეისტორია.
ეხლა ცოცხალი სიკვდილისკენ მივეჩქარები,
ფინეთში მოსჩანს და მგონია ვერვინ მიმასწრებს,
მიმაქანებენ ასფალტები და მანქარები
და მიჰკივიან სიკვდილისკენ, საიქიოსკენ
სწორი მაქვს ალღო და სიკვდილის წამი მეშნიშნა,
ამ ათობიდან მე, პირველი მივალ ფინიშთან.