დუმს ტელეფონი როგორც ქვის კერპი ..
18
აპრ
2026
ოთარ ჭილაძე
დუმს ტელეფონი როგორც ქვის კერპი,
როგორც სამარე, ახლად გაჭრილი,
ან როგორც მოწმე...არარსებული.
დე, როგორც უნდა ისე დადუმდეს, რადგან უცვლელად
მაინც არაფრით არ მოიტანს შენს ხმას ჩემამდე,
როგორც არ უნდა ვუთვალთვალო, მაინც გაქურდავს,
ვით თივის ურემს – ვიწრო ორღობე,
გზადაგზა მაინც მოაშორებს იმ ტკბილ ბუსუსებს,
ჩემს სულს რომ უნდა მოეხვეტა გაოფლილ ფრთებით!