ძველთა ჩვენთა წესი
14
მარ
2025
მუხრან მაჭავარიანი
უჩრდილებდათ მუხა, ვერხვი, ბზა თუ ძეწნა,
ჩასცქეროდნენ მიწას,
თუ უმზრდნენ ზეცას,
თავგანწირვა ჰქონდათ
ძველებს ჩვენსას წესად,
ჩვეულებას სთვლიდნენ
რჯულზე უმტკიცესად.
ვცვლით როდესაც მიწას,
ვიპყრობთ როცა ზეცას, –
ძველთა ჩვენთა წესი
არ გვაწყენდა დღესაც.