ერთი იმათაგანი
4
მაი
2026
ნიკო სამადაშვილი
ის დადიოდა ლეწილი გზებით,
გულის კანკალით ხვდებოდა ყველას,
ისხდნენ ღმერთები, სდუმდნენ ზარები,
ყვავი კი მინდვრად სწყევლიდა თელას.
სწყევლიდა გამჩენს, კაცთა გასაგისს,
ესმოდა შორეთს ღრიალი გზების,
ძაღლების ყეფა მარადისობას,
სიონის მაღლა გლოვა ზარების.