ეს განცდა ისევ საზღვარს გასცილდა ..
17
მაი
2026
ტერენტი გრანელი
ეს განცდა ისევ საზღვარს გასცილდა
და მე ვფიქრობდი სხვანაირ ბედზე.
ვიღაც ბრუნდება ახლა ვაგზლიდან
და ახღა ვიღაც ადის კიბეზე.
ის კაცი გაჰქრა და ვიღაც არის,
იქ აცილებენ შორეულ ცხედარს.
იქ, სადღაც.ბაღში შეიჭრა ქარი
და სადღაც ბავშვი ეძახის დედას.
და იქ წუხილი უფრო გამეფდა,
მე სხვანაირი დაღუპვა მელის.
და ასე მიდის ჩემი ცხოვრება,
და ასე მიდის ცხოვრება ნელი.