ეს გრიგალია სიახლის

ფანჯარას ტოტებს მიახლის,
მთვარეს მიართმევს ზიანებს,
ეს გრიგალია სისხლის,
მზე რომ არ დააგვიანებს.

მე სიხარული მემოსა
და გაზაფხულის ოცნება,
ხიბლავდა გარეშემოსა
მინდვრების გადასონება.