ეს ყველაფერი ჩემზე...
8
აგვ
2025
ტერენტი გრანელი
ეს ყველაფერი ჩემზე ითქვა,
ვის გავუგონო.
შენს ძვირფას სახელს წაიკითხავს
თვალი უღონო.
და ემსგავსები დღეს რადიუსს
შენ, ჩემო გულო.
და ახლა ისევ მარადიულ
ღამეს ვნატრულობ.
და სადღაც ღელავს ზღვა ძლიერი
და ზღვა ირხევა.
და ყველაფერი მიწიერი
ნისლში ეხვევა.