ეს ფიქრები ქრიან ..
31
აგვ
2025
ტერენტი გრანელი
ეს ფიქრები ქრიან,
დგას საყდარი სომხის.
ძირს ფოთლები ყრია
დაცვენილი ოხვრით.
ქარს შრიალი მოსდევს,
ქარი ცისკენ მიდის.
და მიწიდან შტოზე
გადაფრინდა ჩიტი.
და ხეების იქით
დღე ანათებს მინებს.
უცნაური ფიქრით
ბაღს ჩაუვლის ვინმე.
ეს ფიქრები ქრიან,
დგას საყდარი სომხის.
ძირს ფოთლები ერია
დაცვენილი ოხვრით.