ეშმაკუნა

ვიჭერ ციცქნა სარკითა
კაშკაშელა მზის სხივებს.
ზარმაცს ღია ფანჯრიდან
ცხვირწინ ავუციმციმე.

თვალები რომ დაჭყიტა,
ვიცინე და ვიცინე.