გამოსალმება
18
ოქტ
2026
ვახტანგ ორბელიანი
ისტორიული ავტორის საარქივო პროფილი. ორიგინალი ნაწარმოებების ციფრული კოლექცია.
გამოსალმება
მშვიდობით, ველნო, საყვარელნო, ზურმუხტნო ველნო!
ბორცვნო, ჭალაკნო მშვენიერნო, ტურფა არენო,
მთანო ამაყნო, ახოვანნო, ცად მიბჯენილნო,
წყალნო ალმასნო, მოცინარნო, მოკამკამენო!
მშვიდობით, ჩემო გამომზრდელო, ჩემო მამულო!
მშვიდობით, მაგრამ შენთან მრჩება ოცნება ტკბილი...
გმირთ ძეთ სამარევ, იმათ წმინდა სისხლით მორწყულო,
სადა გინდ ვიყო, რაც გინდ ვიყო, ვარ შენი შვილი!
1834 წ.