გარდასახვები
22
იან
2025
ფრიდონ ხალვაში
სხვა უცნაური გარდასახვების
ცდუნება მწეწავს,
ნამდვილი ზეცა არ მყოფნის
და სხვას
ვიგონებ ზეცას.
მძულს უსწორესი გზა უსასრულო,
უმისამართო,
თუ ვიკამათებ,
წარსულის წუთთან
მსურს, ვიკამათო.
ნუ გეტკინებათ გულნო, კეთილნო,
ყოფნის ვადებით.
ჩვენ არ მოვკვდებით,
ჩვენ ალბათ სხვებში დავიბადებით.