გარედ სწვიმს და თოვს ..
30
სექ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
გარედ სწვიმს და თოვს,
სახლში მოსვლას მთხოვს
წვიმის წვეთები და ქარიშხალი.
გარედ თოვს და წვიმს...
დავიწყებულ სიმს
გულში ატოკებს ქვითინი მწყრალი.
ვიგონებ ჟამს, როს
სიყმაწვილის დროს
ხორც-შეუსხმელი მიყვარდა ქალი.