გარშემო ზამთრის თეთრი არეა
21
იან
2025
ტერენტი გრანელი
გარშემო ზამთრის თეთრი არეა,
მოვიდა ფიქრი და გამარინდა.
ჩემთვის სამშობლო ხომ სამარეა,
ვეძახდი დედას მე სამარიდან.
სჯობია წასვლა, სიმშვიდე არ მსურს,
დღენი მიდიან და მზეა ცაზე.
მე ახლა ვსდუმვარ, ვიგონებ წარსულს,
მე ახლა ვსდუმვარ და ვწუხვარ ასე.