გასამდა?!
20
თებ
2025
მუხრან მაჭავარიანი
იჟრუანტელეს გელათის ზართა, –
თაფლი გამწარდა, –
ოდეს რუსთველის ძლიერი სული
იტვირთე ჯვრითურთ, იერუსალიმ!
წამერთ დუმილი განისმა მქისე,
ვით ხმა ზარბაზნის, –
ზამბახებრ ოდეს მოსწყვიტა ქრისტემ
სული საბასი.
სრულიად ქართლის დასტოვა ხორცი
სულმა სპეტაკმა, –
აქ, წიწამურთან, გავარდა როცა
ბერდანკა.