გათენდა...ასე იწყებდა ყველა..
13
დეკ
2025
ფრიდონ ხალვაში
გათენდა... ასე იწყებდა ყველა,
მაგრამ სხვა არის ეს გათენება,
ნისლი, ვით ახალმოხდილი ყველი,
დუბეში დევს და ნიავზე თბება.
გათენდა, ახლა სხვა სტუმრებს ველი,
ღიაა ჩემი ახალი სახლი,
იქით, ბულულზე ისვენებს ცელი,
ვიდრე ახალი მოქნევით დავღლი.