გათენდა, ვაღებ დაკეტილ კარებს
28
იან
2025
ტერენტი გრანელი
გათენდა, ვაღებ დაკეტილ კარებს,
მგლოვიარეა ჩემი ფანჯრებიც.
ძვირფასო, რა ვქნა, შენ დაიკარგე,
ჩემთან არა ხარ და ვიტანჯები.
ისევ იღბალმა და საოცრებამ
უმზეო დღენი ჩემს წინ გაფინეს,
შენ, შორეულო ჩემო ოცნებავ! –
მომეცი ფრთები და გამაფრინე.