ღამე და ქარი

***

ღამე და ქარი
წამება გახდა.
და სადღაც ქალი
უცქერის საყდარს.

მიდიან სხვები
დაკეტეს კარი.
და ისმის ხმები
შორეულ ზარის.

ქარია სოფლად,
მეც ვუხმობ გრიგალს
და მინდა ყოფნა
აქაც და იქაც.