ღამე ქაჩის ჭალაში
7
აგვ
2025
მინდია არაბული
ჩემს პირდაპირ იცრიცება
ღამე ნამტირალევი
და მიჰყვება ღრუბელთ ქროლას
მკრთალი მთვარის ნალევი.
გზაზე ვიღაც მიიმღერის,
სწუხს თუ სიხარული აქვს?
რა სიმძიმე მიაქვს მხრებით
ან რა გზებით უვლია!
ფინიშის ხაზს თუ გადასცდა,
ნეტავ რა აქვს შედეგი?
ამ წუთებში ვიღაც კვდება,
მაგრამ ჩნდება შემდეგი...
პირდაპირ კი ღამე მიდის
ცრემლიანი თვალებით
და მიჰყვება დარცხვენილი
მკრთალი მთვარის ნალევი.