ღამე

ღამე

ავტორი: მიხეილ თუმანიშვილი.

მთას მოეფარნენ
მზისა სხივები,
და განიშალნენ
ღამისა ფრთები.
ვით მოღიმარნი საყვარლის თვალნი
ცით ვარსკვლავები ზედ დაგვნათიან
და ფუფუნებით ნელნი ნიავნი
სუნნელებასა გარდმოჰქრიან.

წალკოტსა ნაზად
ვარდნი ღვივიან,
ბულბულნიც ტკბილად
ზედ დამღერიან.
კამკამ წყარონი ხეივანთ შორის
იდუმალ დენით მობუტბუტებენ
და ხმანი მათნი ვით ჟღერა ჩანგის
შემოგარესა ამუსიკებენ.

მარამ უცებ რად
აღმენთო გული?
ნუთუ ჰგრძნო ამად
ჟამი აღთქმული?
ნამდვილ მოფრენით, გინდ მოჩვენებით,
მოვედ, ღელავ, მომაპყარი სმენა,
თვალნი აღმიგზნე ნათელ მოხედვით,
ხმითა ციურით აამე სმენა!

მოღთა ღიმილით
გამაცისკროვნე,
გიშრის-შტოებით
დამაგვირგვინე!
მფლობით ბედისა სამოთხურის,
შევსვავ სიტკბოსა ბაგეთა შენით,
შემოგვნატრებენ ვარსკვლავნი ზეცითა,
და ვარდს ბულბული შეჰბრალების.

სიღნახი
2 მაისს 1838 წ.