ღამეა, ქარი, ჩემი ოცნება
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
ღამეა, ქარი, ჩემი ოცნება,
ეს დუმილია და გაოცება.
ღამეა, ცივა, ვზივარ ღუმელთან,
ეს დუმილია და გაჩუმება.
ღამეა, მინდა სულის დალევა,
ეს დუმილია და გაწვალება.
ღამეა, ცეცხლი უფრო ინთება,
ეს დუმილია და გარინდება.