ღამეა,ქარი,ჩუმი ოცნება
1
სექ
2026
ტერენტი გრანელი
ღამეა, ქარი, ჩუმი ოცნება,
ეს დუმილია და გაოცება.
ღამეა, ცივა, ვზივარ ღუმელთან,
ეს დუმილია და გაჩუმება.
ღამეა, მინდა სულის დალევა,
ეს დუმილია და გაწვალება.
ღამეა, ცეცხლი უფრო ინთება,
ეს დუმილია და გარინდება.