ღმერთკაცი
9
ივნ
2025
მუხრან მაჭავარიანი
ხელში გელათი უჭირავს ერთში,
წიგნი უჭირავს მეორე ხელში.
მეფეა
კახთა,
სომეხთა,
რანთა,
აფხაზთა,
სვანთა
და უდიმართა.
ტანზე ქრისტესი აცვია კვართი,
გადაჰყავს თევზნი
რიონში მტკვართით.
მზეა კახთა,
მთიები – რანთა,
ლიფლიფი –
სვანთა და უდიმართა.
მხარზე ვეება გაუდევს ლოდი
და მოდის –
თითქოს უტვირთოდ მოდის! –
მეფენი შვიდნი
ვინც პურად დასხნა,
საზღვართა გარე
ვინც მტერნი გასხნა,
იმერთა წყალთა
ვინც თევზნი შთასხნა,
ვინც ვერ ისვენებს საფლავში ახლა