ღრუბელი არის, ზეცას რომ სერავს ..
30
დეკ
2025
ტერენტი გრანელი
ღრუბელი არის, ზეცას რომ სერავს,
უცებ გაფრინდა ის დრო ხელიდან.
საშინელია ეს ატმოსფერა
და მაინც ვხვდები ახალ წელიწადს.
და გრძნობა არის, სხეულს რომ სერავს,
უცებ გაფრინდა ის დრო ხელიდან.
საშინელია ეს ატმოსფეროა
და ცრემლით ვხვდები ახალ წელიწადს.