გრიგალს მიაქვს ხელები
14
მარ
2026
ტერენტი გრანელი
გრიგალს მიაქვს ხელები
და შენ ისევ მახარებ.
და მომინდა ცრემლები,
და მომინდა სხვა მხარე.
თითქოს ჩემი წამება
შორს წაიღეს ქარებმა.
ახლა შავი ღამეა,
ღამე და მწუხარება.
და ფიქრები მიდიან,
და გაქრება ეს ხანა.
მე ვარ და დუმილია
და ცისფერი ქვეყანა.