გთხოვ არ გაიგოთ ...
14
თებ
2025
ლადო ასათიანი
გთხოვ არ გაიგოთ სხვანაირ სახით
ეს გახუმრება და ეს ბარათი,
მე მინდა თქვენთან დავიდგა სახლი
და მთაწმინდაზე დავრჩე მარადის.
რომ შთაგონებით მთვრალი და ხელი
ვმღეროდე თქვენი ტრფობის თილისმით,
თქვენ მოიღეროთ ჯეირნის ყელი
და გიყურებდეთ მთელი თბილისი.