გულის პასუხი (ცრემლში მილესავს ნაღველი)
11
ივნ
2026
აკაკი წერეთელი
ცრემლში მილესავს ნაღველი
და მელნად ის მიხმარია!...
შიგ თაფლი არის ნარევი
და ზოგან ცხარი ძმარია!..
ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,
მაგრამ რა ჩემი ბრალია?
ბულბული ვარდს და ეკალზე
თანსწორად მომღერალია!