გულში დარდია და სულში წვიმა ..
28
მაი
2026
ტერენტი გრანელი
გულში დარდია და სულში წვიმა
და მთაზე ქარი გაქვავდა სადღაც.
მე შენ გიმზერდი, ეს იყო წინათ,
მას შემდეგ ახლა, არ ვიცი, სად ხარ.
უკვე დაღამდა, ამოდის მთვარე
და ვიღაც ხარობს შენი შეხებით.
როდის ვიხილავ შენს ციფერ თვალებს
და ჩვენ ერთმანეთს როდის შევხვდებით?