გვიან საღამოს..
7
მაი
2026
თამაზ ბაძაღუა
გვიან საღამოს, როცა კარზე მოგიკაკუნებს
ჩემი თავი-როგორც სტუმარი,
დაღლილი და შეციებული,
ავანთებ სანთელს,
გაზქურაზე თბილ წყალს შემოვდგამ
დავაპურებ, სუფთა საწოლში გამოვაძინებ
და ზღაპრებსაც მოვუყვები ბოლოსდაბოლოს
რომ დილით მშვიდი და განბანილი
ისევ საკუთარ ბილიკს დაადგეს.