გზა ასას ხეობაზე
9
ივლ
2025
გაბრიელ ჯაბუშანური
აქ ჩანჩქერები ქუხან მჩქეფარები
და ასასწყალი მოჰგავს ლეოპარდს,
სდუმან ქარაფნი – ჭრელი ზებრები,
აქ ჩანჩქერები ქუხან მჩქეფრები,
გარბიან ზვირთნი, როგორც მყეფრები
და აყრუებენ ყეფით ხეობას.
აქ ჩანჩქერები ქუხან მჩქეფარები
და ასასწყალი მოჰგავს ლეოპარდს.