ჰა, ვღარიბდები..
15
აპრ
2025
ფრიდონ ხალვაში
ჰა, ვღარიბდები, _
ეს დღეც წავიდა,
თვალებს ხუჭავენ მწვანე ფოთლები,
არავინ იცის ხვალ რა ამინდით,
ეს ყველაფერი განმეორდება.
მკლავი ფანჯრისკენ გადამიწვდია,
წინ მიდევს წიგნი დაუფურცლავი,
მთაზე შენსავით დაჯდება დილა,
მზე დაგორდება, როგორც კურცხალი.