ჰამლეტი
25
დეკ
2025
თამაზ ბაძაღუა
სამოთხის წყლიდან გამოპარულა ეს ნაკადული,
გამოჰყოლია მთვარის გრილ წვიმებს
შენს შესახვედრად,
შენს მაცდურ ტბებში ჩასაკარგავად.
როგორ მღერიან ალუბლები შუაღამისას
უხმოდ,უცრემლოთ_სიხარულის წითელ სიმღერებს,
ან ვის რა ესმის_ცარიელი ქვეყნის ბოლოში
გულჩათხრობილი კაცის ნაბიჯის,
ან ზღვის ნაპირას გამორიყული
ჯოჯოხეთის ორი ნიჩბის ხვეწნა მარადი,
ან ვინ შეჰყურებს
რა მდუღარე სისხლი მოწვეთავს
ჩემი სიტყვების გამსკდარ გულიდან.