ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს
18
ოქტ
2026
გალაკტიონ ტაბიძე
ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს
განთიადისა პირველი ალი
ნარიყალისა ნანგრევზე წვება,
ელექტრო ჰქრება და შუქი მზისა
იფეთქებს, როგორც ახალი შვება.
ჰყვება თბილისი სხვადასხვა ჰანგებს,
ხმა სიშორიდან გულს ღელვად ხვდება,
ჩემი სალამი გიგანტის ჩანგებს,
ბნელს სული ხდება, სიბნელე ჰკვდება.