იდუმალია ის გზა მესამე
18
ოქტ
2026
ტერენტი გრანელი
***
იდუმალია ის გზა მესამე,
ნუთუ ცხოვრებას ვერ გავექცევი.
ქრის ქარიშხალი და მიდის ღამე,
ისევ დროს მისდევს ჩემი ლექსები.
დღენი მიჰქრიან, როგორც გედები,
ვემორჩილები ისევ იმ ძალას.
და ისევ კრთიან შორს იმედები
და ჩემი გული გარდაიცვალა.