იძინე, მთაო! თავისუფალო!
1
იან
2025
გალაკტიონ ტაბიძე
შენ ვერასოდეს ვერ დაგიმონებს ვერავითარი უბედურება,
იძინე წყნარად, შენ მომავალის ქარიშხალი არ დაგემდურება.
არწივთა სული გივლის ერთგულად, შენზე ზრუნვაში თვალებს არ სძინავს,
თუ დრო მოვიდა, არვის დაინდობს, სისხლს დაღვრის შენთვის, თავსაც გასწირავს.