ინჲესა
28
მარ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ინჲესა ისე შუქს არავის ჰფენს,
ვით ახალ კუბელსს და ძველ კამოენსს,
მათ არაერთხელ აღმოხდათ კვნესა,
ინჲესა, ინჲესა. ეხლა მარტოდენ მკრთალი ჩრდილია,
იგი ვედრება და კასტილია;
ოდეს იმ მზიურ ვედრებად ჩანდა
კარად ინფანტა.
დრონი იცვალნენ, გული კი დღესაც
იმ სიმღერასთან გადაზრდილია,
ინჲესა, ინჲესა.