იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია ..
15
აპრ
2025
გაბრიელ ჯაბუშანური
იქ მთაწმინდაზე ერთი მზეწვია
ყოველ გაზაფხულს ვაჟას ჩასძახის, -
ადექი, ლუკა, მწვანე გვეწვია,
მთაშიც ხასხასებს ნაზად ბალახი!
არაგვმა უკვე ლახტი აიღო,
თეთრ მთასაც თოვლი ახუნდებაო,
და დაგიბარეს: - კაცო, რა იყო
ამდენ ხანს ბარში დაყუდებაო.