იქ ჭაობიდან აფრინდა ყანჩა..
28
თებ
2025
ფრიდონ ხალვაში
შანდორ პეტეფის იქ ჭაობიდან აფრინდა ყანჩა,
კაცის სხეულზე წაიქცა ისლი...
ჰაერში თოფის ცივი ხმა ჩარჩა,
ჩალაზე წვეთავს მდუღარე სისხლი.
შენ იცი კარგად, კვნესაა ვისი,
სხვა ფიქრობს _ ყანჩას აფრენას დარდობ...
რა ფერისაა სამშობლოს სისხლი,
შენ კარგად იცი,
ძვირფასო შანდორ!