ის ყველგანაა ..
19
ივლ
2025
გალაკტიონ ტაბიძე
ციკლიდან „ეპოქა“
ის ყველგანაა, მთელ მსოფლიოში
ბარიკადებზე კლასს ებრძვის კლასი,
იცვლება, მიდის და ისევ მოდის
მებრძოლთა წყება ათას-ათასი.
ყური დაუგდე ქარხნების გუგუნს,
ძველი ქვეყანა ჰქრება, ვით ჩრდილი,
უნიადაგო ჰქონდა სიცოცხლე,
სამარადჟამო ექნეს სიკვდილი.