ის, ვინაც მიყვარს, ისე შორსაა..
28
თებ
2026
ფრიდონ ხალვაში
ის, ვინაც მიყვარს, ისე შორსაა,
გზა და ლოდინი მართმევს ყველაფერს,
ამდენმა ღელვამ გული მოშალა
და მაინც მინდა, გული ღელავდეს.
ცისარტყელებო, გადამატარეთ, _
მზიდეთ თამარის ლურჯო ხიდებო,
ამ წუთისოფლის სიპატარავე,
შენ, სიყვარულო, გამიდიდეო.